პროექტის მთავარი იდეა: ტაძარი,რომლის შესახებაც პროექტშია საუბარი, ქალაქიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით არის.ის საკმაოდ ძველი და უნიკალური
ძეგლია.მიუხედავად ამისა, ძეგლიც და მისი მიმდებარე ტერიტორიაც, სავალალო მდგომარეობაშია, უფრო მეტიც, ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი
იცის ტაძრის არსებობის შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელობისაა. ამჟამად დანგრეულია, ქვეშ არის ეკლესია. აუცილებელია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების გაღვიძება თანამოქალაქეებში რათა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა- პოპულარიზაციის საქმეში ყველა აქტიურად ჩაერთოს.
პროექტის მიზნები: 1.მოხდეს მივიწყებული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის
ეკოლოგიურად მოწესრიგება. 2.ტაძრის შესახებ ისტორიული ცნობებისა და ხალხური
გადმოცემების შეგროვება. 3.ღირსშესანიშნაობის პოპულარიზაცია და ტურისტებისთვის საინტერესო სანახაობად გადაქცევა.
აქტივობები:
- ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მონახულება.
- პროექტში ჩართულ პირებთან შეხვედრის ორგანიზება.
- საჭიროებების განსაზღვრა და სამუშაო ჯგუფებად დაყოფა.
- პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
- ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ტერიტორიის დასუფთავების აქციის ჩატარება (რაც გულისხმობს სამუშა იარაღებით უძრუნველყოფას და მოგროვილი ნაგვის გატანას).
- კულტურისა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტის მიერ ტრენინგის ჩატარება აღნიშნულ ძეგლთან დაკავშირებით.
- ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისაგან ინტერვიუს აღება ტაძართან დაკავშირებული ხალხური გადმოცემების შეგროვების მიზნით.
- ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტი ტაძართან დაკავშირებული ისტორიული მასალის მოძიების მიზნით. ძეგლის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება გავრცელება ადგილობრივ თემში.
- გეოგრაფიის პედაგოგთან ერთად ტურისტული ბროშურის შექმნა და აღნიშნული ტაძრის შეტანა ჭიათურის სხვა ღირსშესანიშნაობებთა ერთად.
- სოციალური ქსელების მეშვეობით ძეგლის შესახებ იმფორმაციისა და ფოტოების გაბრცელება.
- სკოლის დირექციის ჩართვა პროექტში და მათი დახმარებით მოსწავლეებისათვის ექსკურსიის მოწყობა ტაძარში.
თანამშრომლობის, კომუნიკაციის,ანალიზისა და კრეატიული აზროვნების
უნარები.
აუმაღლდებათ მოქალაქეობრივი თვითშეგნება ისტორიული წარსულის წინაშე.
გაიაზრებენ, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებისთვის სასარგებლო
პროცესებში ჩართვა.
მოსწავლეები შეიძენენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა
ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობის გამოცდილებას.
საჭირო რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ბუკლეტები, მარკერები, ფურცლები.
შეფასების რუბრიკა
საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: გეოგრაფია
პროექტის ხელმძღვანელი:მასწავლებელი ირინე თათარიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irinetatarishvili@gmail.com